გაურკვეველი უნაყოფობა

გაურკვეველი უნაყოფობა

რას ნიშნავს გაურკვეველი უნაყოფობა?

ეს არის დიაგნოზი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ პიროვნებას ან წყვილს ჩაუტარდა ფერტილობის განმსაზღვრელი კვლევები, თუმცა დიაგნოსტირების ტესტმა ვერ აჩვენა გამომწვევი მიზეზი.

მკურნალობისთვის მოწოდებულია:

• ფერტილობის გასაუმჯობესებელი მედიკამენტები; 
• ცხოვრების სტილის ცვლილება;
• საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია;
• ინ ვიტრო განაყოფიერება.

გაურკვეველი უნაყოფობისას ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ:

• საშვილოსნოში არ ფიქსირდება პათოლოგიური ან სტრუქტურული ცვლილებები;
• ოვულაცია დგება რეგულარული ინტერვალით;
• ფალოპის მილები ღიაა;
• კვერცხუჯრედების რაოდენობა ნორმაშია;
• ტვინი გამოიმუშავებს რეპროდუქციისთვის საჭირო ჰორმონებსნორმალური რაოდენობით;
• პარტნიორის სპერმის ანალიზი ნორმაშია.

გაურკვეველი უნაყოფობა დიაგნოსტირდება შემდეგ მდგომარეობაში:

• 35 წლამდე ასაკის ხართ და ცდილობთ დაორსულდეთ მინიმუმ ერთი წელია; 
• 35 წელს გადაცილებული ხართ და დაორსულებას ცდილობთ 6 თვეა.

ერთ-ერთი სტატისტიკის თანახმად, გაურკვეველი უნაყოფობა აქვს წყვილების 30%-ზე მეტს.

გაითვალისწინეთ, დიაგნოზი გაურკვეველი უნაყოფობა არ ნიშნავს იმას, რომ შვილოსნობის უნარი არ გაქვთ - ამ დიაგნოზის მქონე უამრავი ქალი დაორსულდა შესაბამისი მკურნალობის ფონზე. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:    

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23187-unexplained-infertility