ხაჭოსებრი გამონადენი

ხაჭოსებრი გამონადენი

რას ნიშნავს ხაჭოსებრი კონსისტენციის ვაგინალური გამონადენი?

ხაჭოსმაგვარი ვაგინალური გამონადენი ვიზუალურად ნამდვილად ჰგავს რძის ამ ნაწარმს - თეთრია, სქელი. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში სოკოვანი ინფექციის სიმპტომია. 

ხაჭოსებრ გამონადენს შესაძლოა ერთვოდეს სხვა ნიშნებიც, კერძოდ: 

• ვაგინის არეში ქავილი და გაღიზიანება; 
• სიწითლე და შეშუპება; 
• დისკომფორტი და ტკივილი მოშარდვისა თუ ინტიმური კავშირის დროს; 
• ვაგინალურ არეში საერთო დისკომფორტი და ტკივილის შეგრძნება.  

ხაჭოსებრი გამონადენი უკავშირდება სხვადასხვა ფაქტორსა და მდგომარეობას:

• ჰორმონული ცვლილებები;
• ესტროგენის დაქვეითება;
• არასწორი ჰიგიენა, მაგალითად, ზედმეტად ხშირად ან ხანგრძლივი დრით ბანაობთ, იყენებთ ისეთ საპონს, რომელიც არღვევს ვაგინალური ფლორის ბალანსს;
• ტანზე ზედმეტად მოჭერილ, მოტკეცილ საცვლებს იცვამთ და ვაგინალურ არეში იყენებთ სურნელოვან საშუალებებს; 
• თქვენს პარტნიორს აქვს სოკოვანი ინფექცია; 
• სუსტი იმუნური სისტემა.

მკურნალობისთვის მოწოდებულია სოკოს საწინააღმდეგო კრემები და ორალური მედიკამენტები. 

 

წყარო:  

https://www.ckbhospital.com/blogs/cottage-cheese-vaginal-discharge