თიმომა - იშვიათი ტიპის კიბო

თიმომა - იშვიათი ტიპის კიბო

რა არის თიმომა?

თიმომა იშვიათი ტიპის კიბოა, რომელიც თიმუსის ჯირკვალზე ფორმირდება.

გავრცელებულია 40-დან 75 წლამდე ასაკის პირებში.

თიმომას განვითარების რისკი ასოცირებულია ანამნეზში ავტოიმუნური პარანეოპლასტიური სინდრომის არსებობასთან. ავტოიმუნური პარანეოპლასტიური სინდრომის დროს იმუნური სისტემა შეცდომით ჯანსაღ უჯრედებს ესხმის თავს და უსიამოვნო სიმპტომებს იწვევს.

თიმომას დიაგნოზისას ადრეულ სტადიაზე პაციენტებს სიმპტომები არ აქვთ, თუმცა დისკომფორტი ჩნდება მაშინ, როდესაც სიმსივნე გულმკერდის არეში მდებარე ორგანოებს ედება.

თიმომას ნიშნებია ტკივილი და სუნთქვის პრობლემები, კერძოდ: 

• გულმკერდის ტკივილი ან წეზოლა გულმკრდის არეში;
• ხველა, რომელიც არ ქრება; 
• სუნთქვის უკმარისობა; 
• ყლაპვის გაძნელება.

თუ სიმსივნემ დაბლოკა ღრუ ვენა გამოვლინდება: 

• ხველა; 
• სუნთქვის უკმარისობა; 
• დაღლილობა; 
• თავბრუსხვევა; 
• თავის ტკივილი; 
• შეშუპება კისრისა და სახის არეში; 
• შეშუპება ზედა კიდურებში; 
• ამობურული ვენები სხულის ზედა არეში.

პარანეოპლასტიური სინდრომის სიმპტომებია:

• ბუნდოვანი მხედველობა;
• ანემია; 
• ხშირი ინფექციები.

უცნობია, არ არის დადასტურებული თიმომას რომელი გენეტიკური ან გარემო ფაქტორები იწვევს; ამ თემაზე კვლევა კვლავ მიმდინარეობს - მეცნიერები ცდილობენ აღმოაჩინონ შესაძლო კავშირი ვირუსებს, გენეტიკურ წინასწარგანწყობასა და სხვა ფორმის კიბოს შორის.

 

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/6196-thymoma-and-thymic-carcinoma