რა არის გულის ხელოვნური სარქველი?
გულის სარქველი ახლით უნდა ჩანაცვლდეს თუ დაზიანებული ან შევიწროებულია რომელიმე დაავადების გამო. ქირურგი გამოიყენებს პლასტმასისგან ან მეტალისგან შექმნილ სარქველს. ახალი სარქველის მიზანია აკონტროლოს სისხლის მიმოქცევის პროცესი.
როგორც წესი, მექანიკური სარქველი ხელახალ ჩანაცვლებას არ საჭიროებს და 20 ან მეტი წლითაა ვარგისი.
გულის ხელოვნური სარქველის ინსტალირების ფონზე იზრდება ინფექციის რისკი, შესაბამისად, აუცილებელია გაკონტროლდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და პირველივე სიმპტომის გამოვლენისთანავე დროულად დაიწყოს მკურნალობა.
ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ინიშნება სისხლის გამათხელებლები თრომბის რისკის შესამცირებლად.
ოპერაციის შემდეგ, თუ სხვა მიზეზით დაგჭირდებათ კლინიკაში მკურნალობა ან თუნდაც სტომატოლოგიური პროცედურის ჩატარება, ექიმს უნდა აცნობოთ გულის ხელოვნურ სარქველს რომ ატარებთ - სავარაუდოდ, კონკრეტული მანიპულაციის ჩატარებამდე ინფექციის პრევენციის მიზნით, დაგენიშნებათ ანტიბიოტიკოთერაპია.
აუცილებლად მიმართეთ კლინიკას თუ შენიშნეთ:
წყარო:
https://myhealth.alberta.ca/Health/aftercareinformation/pages/conditions.aspx?hwid=abk2194
