რა არის თიმექტომია?
თიმექტომია ქირურგიული ოპერაციაა, რომლის მიზანიც თიმუსის ჯირკვლის ამოკვეთაა. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ინიშნება მიასთენიისა თუ სიმსივნის დიაგნოზის დროს.
ოპერაცია შესაძლოა ჩატარდეს ღია წესით ან მინიინვაზიური მეთოდით.
თიმექტომიის შემდეგ ტკივილი და დისკომფორტი ზომიერი ხარისხისაა და რეაბილიტაციის პროცესი სწრაფია.
თიმექტომია იშვიათი პროცედურაა და თუ აშშ-ს სტატისტიკას გადავხედავთ, 13 წლის პერიოდში 7 000 მანიპულაცია ჩატარდა.
თიმექტომიით იკურნება თიმუსის ჯირკვლის ისეთი პრობლემები როგორიცაა:
• მიასთენია;
• თიმომა;
• კეთილთვისებიანი სიმსივნეები.
ოპერაციამდე ინიშნება შემდეგი დიაგნოსტიკური კვლევები:
• ტესტი პულმონალური ფუნქციის შესაფასებლად;
• ელექტროკარდიოგრამა;
• კარდიული სტრეს ტესტი;
• კომპიუტერული ტომოგრაფია;
• მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
• პეტ კატე (პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია).
მიასთენიას სამკურნალოდ ჩატარებული თიმექტომიის სასარგებლო შედეგი ასე გამოიყურება:
• 70%-ს სიმპტომები შეუმცირდა და მედიკამენტების ნაკლები რაოდენობა სჭირდება;
• 30-დან 40%-ს სრულად მოეხსნა სიმპტომები.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/treatments/25041-thymectomy
