ორგანოს დონაცია - რომელი ორგანოს გადანერგვაა შესაძლებელი?

ორგანოს დონაცია - რომელი ორგანოს გადანერგვაა შესაძლებელი?

საინტერესო ინფორმაცია ტრანსპლანტაციის შესახებ - ოპერაცია, რომელიც პაციენტს მეორე სიცოცხლეს აჩუქებს.

ორგანოს დონაცია ნიშნავს იმას, რომ თქვენს ორგანოს ან ორგანოს ნაწილს თუ ქსოვილს აძლევთ მეორე პირს, პაციენტს, რომელსაც ტრანსპლანტაცია სასიცოცხლოდ ესაჭიროება.

დონორი შეიძლება იყოს როგორც ცოცხალი ადამიანი, ისე დაღუპული, როცა პაციენტის ტვინის სიკვდილი დასტურდება!

დონორობაზე თანხმობას ადასტურებთ სიცოცხლეშივე, ანუ შევსებული გაქვთ სპეციალური ბარათი და ფიქსირდებით როგორც დონორი.

ორგანოს ტრანსპლანტაციისას, ფაქტობრივად, მეორე შანსი ეძლევა იმ პაციენტს, რომელსაც მწვავე დაავადება აქვს ან გარკვეული მიზეზების შედეგად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოზე სერიოზული ტრავმა მიიღო.

სამწუხაროდ, მარაგში საკმარისი ორგანო არაა, მაგალითად, აშშ-ს სტატისტიკის თანახმად, სიცოცხლის შემანარჩუნებელ ორგანოს ელოდება 100 000-ზე მეტი პაციენტი, მაგრამ მხოლოდ 40 000 ორგანოს ტრანსპლანტაციის შესრულებაა შესაძლებელი.

ორგანოები, რომლის გაცემაც შეგიძლიათ:

  • ღვიძლი;
  • თირკმელი;
  • პანკრეასი;
  • გული;
  • ფილტვი;
  • საშვილოსნო;
  • ნაწლავი.

ორგანიზმის ქსოვილები, რომლის გაცემაც შეგიძლიათ:

  • რქოვანა;
  • გულის სარქველი;
  • ძვლის ტვინი;
  • ძვალი;
  • კანი;
  • მყესი;
  • იოგი;
  • სისხლძარღვი;
  • ხელი;
  • სახე;
  • ნერვი.

ორგანოს ნაწილები, რომლის დონაციაც შეგიძლიათ მაშინაც, როცა ცოცხალი ხართ:

  • ერთი თირკმელი;
  • ღვიძლის ნაწილი;
  • გესტაციური ქსოვილი;
  • საშვილოსნო;
  • იშვიათ კლინიკურ შემთხვევაში ფილტვის, პანკრეასისა თუ ნაწლავის ნაწილი.

 

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/treatments/11750-organ-donation-and-transplantation