რა არის ბაზალური ტემპერატურა?
სხეულის ბაზალური ტემპერატურის შემოწმება დაგეხმარებათ გაარკვიოთ თქვენი ორგანიზმი თვის რომელ დღეებშია მზად შვილოსნობისთვის, განაყოფიერებისთვის.
უნდა შეიძინოთ სპეციალური ბაზალური თერმომეტრი და ტემპერატურა გაიზომოთ დილით, დასვენებულ მდგომარეობაში; აუცილებელი პირობაა პროცედურა ჩაიტაროთ ლოგინიდან ადგომამდე, რადგან სიარული, საუბარი თუ სხვა აქტივობა შედეგზე გავლენას მოახდენს.
თუ თქვენს გეგმაში დაორსულებაა უნდა იცოდეთ ოვულაციის პერიოდი - სწორედ ამ დროს უნდა გქონდეთ აქტიური ინტიმური კავშირი და პირიქით, მოერიდოთ პარტნიორთან კონტაქტს თუ დაფეხმძიმება არ გსურთ.
ცნობისათვის, ოვულაციის შემდეგ თქვენი სხეულის ტემპერატურა ოდნავ იზრდება - ამის მიზეზი ჰორმონი პროგესტერონია. პროგესტერონი თქვენს საშვილოსნოს ორსულობისთვის ამზადებს.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/articles/21065-basal-body-temperature
