როგორ უნდა მოიქცეთ თუ უეცრად თავბრუსხვევას იგრძნობთ?

როგორ უნდა მოიქცეთ თუ უეცრად თავბრუსხვევას იგრძნობთ?

სასარგებლო რეკომენდაცია, რომლის შესახებაც ყველამ უნდა იცოდეს.

თავბრუსხვევა გავრცელებული ჩივილია და ამ სიმპტომისგან არავინაა დაზღვეული. უეცარი თავბრუსხვევა არაერთი მდგომარეობისა და დაავადების სიმპტომია - ზოგჯერ სერიოზულ პათოლოგიაზეც მიგანიშნებთ, რაც სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

აუცილებლად უნდა გაიაროთ ექიმის კონსულტაცია თუ ეს სიმპტომი ხშირად გაწუხებთ.

თუ სახლში იმყოფებით და თავბრუსხვევას იგრძნობთ გაიხსენეთ ეს მეთოდები:

  • არ გააგრძელოთ მოძრაობა, დაჯექით ან წამოწექით;
  • თავს როგორც კი უკეთ იგრძნობთ ისეთ ოთახში გააგრძელეთ დასვენება, სადაც სიმშვიდე და სიბნელე იქნება;
  • თავი ნელა და ყურადღებით ამოძრავეთ;
  • შეეცადეთ მოდუნდეთ;
  • თავბრუსხვევისას მაღალია წაქცევის, შესაბამისად, კიდურების დაზიანების რისკი და ამიტომ თუ სახლში ხანდაზმული გყავთ სასურველი იქნება ისარგებლოს ყავარჯნით;
  • როცა დაწვებით თავქვეშ ორი ან რამდენიმე ბალიში ამოიგეთ;
  • ლოგინიდან ნელა წამოდექით და ვიდრე სიარულს დაიწყებთ ცოტა ხნით დაჯექით, ანუ ორგანიზმი შეაჩვიეთ;
  • თუ ღამით გაგეღვიძებათ და სამზარეულოთი ან საპირფარეშოთი სარგებლობა მოგინდებათ ჩაბნელებულ დერეფანში ნუ გაივლით - აუცილებელია შუქი აანთოთ, ნუ გექნებათ იატაკზე ნივთები მიმოფანტული;
  • საერთო სისუსტის შემთხვევაში კისრის დაჭიმულობის რისკი მაღალია და ამიტომ არ გირჩევთ ნივთების აღებას, დახრას.

 

წყარო:  

https://www.medicalnewstoday.com/articles/sudden-dizziness