ნაღვლის ჭვალი

ნაღვლის ჭვალი

რა არის ნაღვლის ჭვალი?

ნაღვლის ჭვალი მუცლის პერიოდული ტკივილია, რომელიც მოდის სანაღვლე ტრაქტიდან.

პაციენტი ტკივილს უჩივის მარჯვენა ფერდქვეშა არეში ან მარჯვენა მკლავში.

ნაღვლის ჭვალისთვის დამახასიათებელი ტკივილი შესაძლოა იყოს ეპიზოდური, მუდმივი ან მწვავე.

ტკივილს შესაძლოა ერთვოდეს შემდეგი სიმპტომები:

  • გულისრევა და ღებინება;
  • მუცლის სირბილე;
  • ოფლიანობა.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ნაღვლის ჭვალი თავს იჩენს ჭამის შემდეგ - განსაკუთრებით მაშინ თუ მიირთვით დიდი ულუფა ან ცხიმიანი კერძები.

ნაღვლის ჭვალის ეპიზოდი შესაძლოა გაგრძელდეს 20 წუთიდან რამდენიმე საათამდე. ამ დიაგნოზისთვის დამახასიათებელია ტკივილი, რომელიც ვლინდება მცირე დროის განმავლობაში და თუ დისკომფორტი გრძელდება დიდხანს, სავარაუდოდ, მიზეზი გაცილებით სერიოზულია.

ნაღვლის ჭვალი იმის ნიშანია, რომ ორგანიზმში პრობლემაა და მკურნალობაა საჭირო. დიახ, ნაღვლის ჭვალი დროებითია, მაგრამ მდგომარეობა, რომელიც მას იწვევს, შესაძლოა გამწვავდეს. ამრიგად, იგი მარტივად გადაიქცევა ემერჯენსი სიტუაციად.

 

 

 

 

 

 

წყარო:   

https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/biliary-colic