რა არის ელიმინაციური დიეტა?
ზოგჯერ საკვები, რომელიც გიყვართ, სულაც არ პასუხობს ორგანიზმს იგივე გრძნობით და უსიამოვნო სიმპტომების მიზეზი ხდება. ყოველთვის არ არის მარტივი დაადგინოთ რომელი პროდუქტია პრობლემის წყარო.
სტატისტიკურად, მოსახლეობის 20%-ს საკვების მიმართ აუტანლობა ან მგრძნობელობა აქვს.
სიმპტომების გამომწვევი მიზეზის დასადგენად ექიმი დაგინიშნავთ ელიმინაციურ დიეტას.
ელიმინაციური დიეტა ალერგიული რეაქციის გამომწვევი საკვებისა თუ სასმელის დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტია. ელიმინაციური დიეტის დროს რამდენიმე კვირაში არ უნდა მიირთვათ ის საეჭვო, პოტენციური პროდუქტი. დიეტის დროს უნდა აწარმოოთ ჟურნალი და ჩაინიშნოთ რა მიირთვით, ჰქონდა თუ არა თქვენზე გავლენა და სხვა.
როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში იმ პროდუქტს არ შეჭამთ, რომელიც ორგანიზმში მგრძნობელობას იწვევს, იმუნური სისტემა დამშვიდდება და კუჭ-ნაწლავში ანთებითი პროცესი დაცხრება.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ალერგიას იწვევს:
- თევზი;
- რძე;
- ხორბალი;
- თხილი;
- ნუში;
- ნიგოზი;
- სოიო;
- მიწისთხილი;
- მოლუსკი;
- კვერცხი.
წყარო:
https://health.clevelandclinic.org/elimination-diet
