რა არის ტრადიციული ჩინური მედიცინა?
ტრადიციული ჩინური მედიცინა სრულყოფილი სამედიცინო სისტემაა, რომელიც 2 000 წელზე მეტ დროს ითვლის - გამოიყენება დაავადების დიაგნოსტირებისთვის, სამკურნალოდ და საპრევენციოდ.
დაფუძნებულია იინისა და იანგის რწმენაზე - საუბარია ერთმანეთის საწინააღმდეგო, ოპოზიციურ ენერგიაზე (მაგალითად, დედამიწა და სამოთხე, ზამთარი და ზაფხული, ბედნიერება და სევდა); როდესაც იინისა და იანგის ენერგია ბალანსშია ორგანიზმი რელაქსაციას განიცდის და ადამიანი ენერგიულია.
პრაქტიკოსი ექიმები თვლიან, რომ ადამიანის ორგანიზმში არსებობს სიცოცხლის ენერგია/ძალა სახელწოდებით ჩი. იმისთვის, რომ იინი და იანგი დაბალანსებული იყოს, ჩი ძალა თავისუფლად უნდა მიედინებოდეს.
ტრადიციული ჩინური მედიცინის სწავლებით თუ ორგანიზმის ენერგიულ სისტემაში ჩი ან მოჭარბებულია, ან მცირე რაოდენობითაა დიაგნოზი მერიდიანია ან როდესაც ჩის დინების პროცესი ბლოკირებულია ვლინდება დაავადება.
იინისა და იანგის დისბალანსის 3 ძირითადი გამომწვევი მიზეზია:
- შინაგანი ან გარემო ფაქტორები;
- შინაგანი ემოციები;
- ცხოვრების სტილი.
ტრადიციული ჩინური მედიცინა ასტიმულირებს ორგანიზმის თვითგანკურნების მექანიზმებს.
ტრადიციული ჩინური მედიცინა იყენებს სამკურნალო მცენარეებს, საკვებ ნივთიერებებს, ჩინურ მასაჟს, სპეციალურ სავარჯიშო პროგრამას, მედიტაციას, აკუპუნქტურას.
სამკურნალო ღონისძიებები ინიშნება სხვადასხვა მდგომარეობისა თუ სიმპტომის შესამსუბუქებლად, სამკურნალოდ.
წყარო:
https://www.mountsinai.org/health-library/treatment/traditional-chinese-medicine
