რა არის ძილის რეგრესია?
ძილის რეგრესია მოსალოდნელია 4, 6, 8, 12 , 18 და 24 თვის ასაკის ბავშვებში. როგორც წესი, ძილის რეგრესია თავს იჩენს ბავშვის განვითარების პერიოდისთვის დამახასიათებელ საკვანძო მომენტებში, მაგალითად, როცა სწავლობს ფეხზე დგომას, ცოცვას, სიარულს.
დამახასიათებელია:
• პატარას უჭირს დაძინება;
• ღამით ხშირად იღვიძებს;
• წრიალებს, გაღიზიანებულია და ხშირად ტირის;
• შეიცვალა ძილის რეჟიმი, მაგალითად, ან საერთოდ გამოტოვა დაძინებისთვის განკუთვნილი დრო, ან ცოტა ხნით დაიძინა.
დიახ, ჭირვეულობა და ძილის რუტინის დარღვევა ადრეული ასაკის განვითარების სტადიის ბუნებრივი ნაწილია, მაგრამ ნაკლებად კომფორტული მშობლისთვისა თუ ძიძისთვის.
თავისთავად, ყველა პატარა ადამიანი ინდივიდუალურია და ოქროს წესი არ არსებობს იმისთვის, რომ ბავშვის ძილის რეჟიმი აეწყოს, თუმცა გარკვეული სტრატეგიის შემუშავება შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს.
რეკომენდებულია:
• ბავშვის საძინებელში უნდა იყოს სიმშვიდე, სიბნელე და ნორმალური ტემპერატურა;
• ბავშვმა უნდა გააცნობიეროს საძინებლის დანიშნულება, ანუ სადმე სხვაგან დაძინების უფლება არ მისცეთ, დაწვეს მხოლოდ საკუთარ ლოგინში;
• პატარა ადამიანი უნდა დაიღალოს და ენერგია დახარჯოს - მარტივად რომ დაეძინოს შეიმუშავეთ სხვადასხვა გასართობი აქტივობა.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/sleep-regression-stages#management
