დიეტას იცავთ?
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სოციალური ქსელები ჭრელდება სხვადასხვა დიეტით, თუმცა მხოლოდ დიეტოლოგმა ან ენდოკრინოლოგმა უნდა გირჩიოთ თქვენთვის შესაბამისი რაციონი.
თუ ანამნეზში რომელიმე დაავადება გაქვთ და მედიკამენტურ თერაპიაზე იმყოფებით დაუშვებელია თვითნებურად შეცვალოთ რაციონი და მითუმეტეს დაიცვათ დიეტა. ეს რეკომენდაცია ვრცელდება პრაქტიკულად ჯანმრთელი პირებისთვისაც - დიეტა ბევრ ადამიანს შიმშილი ჰგონია და ორგანიზმს აუცილებელი საწვავის, ანუ საკვების გარეშე ტოვებს.
საზოგადოებაში პოპულარული წიწიბურას დიეტა მონო დიეტაა და მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაშია ნებადართული. მონო დიეტა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში და დღეში სამჯერ მიირთმევს მხოლოდ ერთ კონკრეტულ პროდუქტს, მაგალითად, წიწიბურას. ასევე წასახემსებლად შეგიძლიათ დალიოთ კეფირი ან მწვანე ჩაი. თავისთავად, უნდა მიიღოთ წყალი.
გაითვალისწინეთ, ეს არის ორგანიზმის გასაწმენდად, როგორც დეტოქსიკაცია და დაუშვებელია დიდი ხნით მხოლოდ ერთი კონკრეტული საკვების მიღება. დეტოქს დიეტისას ადამიანი წონას იკლებს, ენერგიას ივსებს, ორგანიზმიდან მავნე ტოქსინებს დევნის და განწყობა უუმჯობესდება.
ყოველთვის უნდა გახსოვდეთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია, თუმცა აქვს ერთი საერთო, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი შიმშილით დასტრესვა საშიშია და სჭირდება საკვები ნივთიერებებით მდიდარი რაციონი.
წყარო:
https://www.livestrong.com/article/319584-buckwheat-diet/