პარაცენტეზი - მუცლის ღრუდან ჭარბი სითხის დრენირება

პარაცენტეზი - მუცლის ღრუდან ჭარბი სითხის დრენირება

რა არის პარაცენტეზი?

პარაცენტეზი პროცედურაა, რომლის დროსაც ქირურგს კათეტერით მუცლის ღრუდან ზედმეტი/ჭარბი სითხე (სამედიცინო ენაზე ასციტი) ამოაქვს.

ასციტის დროს პაციენტი უჩივის ტკივილსა და ზეწოლას, შესაბამისად, ამ მანიპულაციით მდგომარეობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება. პარაცენტეზი მხოლოდ სიმპტომის აღმოსაფხვრელად არ ტარდება, მაგალითად, ზოგჯერ ინიშნება როგორც დიაგნოსტირების მეთოდი და ექიმს სითხის დაგროვების მიზეზის დადგენაში ეხმარება.

პარაცენტეზი არის ერთი მხრივ სამკურნალო მეთოდი და ამავდროულად დიაგნოსტირებისთვის განკუთვნილი პროცედურა.

პარაცენტეზით შესაძლებელია დიაგნოსტირდეს შემდეგი მდგომარეობები:

  • ღვიძლის ციროზი;
  • პორტული ჰიპერტენზია;
  • ინფექცია;
  • კიბო;
  • ორგანოს უკმარისობა.

თერაპიული პარაცენტეზით ხდება შემდეგი სიმპტომების (სითხის დაგროვებით წარმოქმნილი) მართვა:

  • მუცლის ტკივილი და ზეწოლის შეგრძნება;
  • მუცლის მოცულობის ზრდა;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • შებერილობა;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა;
  • შეკრულობა.

 

წყარო: 

https://my.clevelandclinic.org/health/procedures/paracentesis