თუ თქვენთვის ძვირფას ადამიანს არაპროგნოზირებადი ქცევა შეამჩნიეთ.
პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ ზოგჯერ არაპროგნოზირებადი ქცევა მენტალური დაავადების სიმპტომია, შესაბამისად, პროფესიონალის ჩარევის გარეშე სიტუაციის გაკონტროლებას არათუ ვერ შეძლებთ, არამედ საკუთარ ფსიქიკასაც გაინადგურებთ.
არაპროგნოზირებადი ქცევის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
სამწუხაროდ, ხშირად ადამიანებს სხვებზე ზრუნვისას საკუთარი თავი ავიწყდებათ და ვერც კი აცნობიერებენ, რომ ემოციურად და ფიზიკურად გადაიწვნენ. დიახ, არაპროგნოზირებადი ქცევის მქონე პაციენტი თქვენთვის ძვირფასია, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი.
არაპროგნოზირებადი ქცევის მქონე პირები ხშირად ერთვებიან არალეგალურ და სახიფათო საკითხში, შესაბამისად, ამ სიტუაციის ნაწილი ნუ გახდებით.
კომუნიკაცია ზოგჯერ საუკეთესო წამალია, თუმცა უნდა გამოძებნოთ მშვიდი სიტუაცია, როდესაც თქვენც და არაპროგნოზირებადი ქცევის მატარებელიც პოზიტიურ განწყობაზე იქნებით. გაღიზიანებულზე ნურაფერს ეტყვით, რადგან ამ გზით სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებთ. აუხსენით, რომ თქვენთვის ძვირფასია და მასზე ზრუნავთ, დახმარება გსურთ - განუმარტეთ თუ როგორ გაშინებთ ან გტკენთ გულს მისი ქცევა.
ფსიქიკურად ჯანსაღი პირისთვის ყველაზე რთული იმის გააზრებაა, რომ მენტალური დაავადებისას პაციენტი ვერ აცნობიერებს რას ამბობს, როგორ იქცევა. სწორედ ამიტომ თქვენ უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე და შეძლებისდაგვარად მოერიდოთ მდგომარეობის გამწვავებას.
მენტალური ჯანმრთელობის გამოსწორება ერთ ღამეში არ ხდება და ზოგჯერ დროა საჭირო.
წყარო:
