მშრალი ჰაერის გავლენა ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.
არ აქვს მნიშვნელობა აუზზე ნებივრობა გიყვართ თუ ზამთრის თოვლიან ამინდში ტყეში სეირნობა ერთი რამ ფაქტია, რომ მშრალ ჰაერს სერიოზული ქაოსის გამოწვევა შეუძლია.
როგორც მედიკოსები განმარტავენ, როდესაც ზედმეტად მშრალ ჰაერს ჩავისუნთქავთ ჩვენი სინუსები ზიანდება. ჯაჭვური რეაქციის ფონზე ლორწო, რომელიც ფიზიოლოგიურად სქელი და წებოვანია, შრება - შედეგად, ლორწო ძალას კარგავს და ვეღარ აკავებს მიკრობებს. ჩასუნთქვისას ნებისმიერი ბაქტერია გაცილებით მარტივად (დაბრკოლების გარეშე) აღმოჩნდება ორგანიზმში, რადგან ლორწოს ფუნქცია მოშლილია.
სამწუხაროდ, გამომშრალი ჰაერი მხოლოდ სასუნთქ სისტემას არ ერჩის და ორგანიზმის სხვადასხვა უბანს ემტერება.
მშრალი ჰაერი იწვევს ჯანმრთელობის შემდეგ პრობლემებს:
ამასთან, მშრალი ჰაერის გამო სიმპტომები გაცილებით მწვავეა იმ პირებში, ვისაც ანამნეზში აქვთ ეგზემა და სეზონური ალერგია.
წყარო:
https://health.clevelandclinic.org/can-best-combat-effects-dry-winter-air
