ყელის ქავილი

ყელის ქავილი

რა იწვევს ყელის ქავილს?

ყელის ქავილი ალერგიისა და ინფექციის გავრცელებული სიმპტომია. ეს ჩივილი თითქმის ყველა ადამიანისთვისაა ნაცნობი - კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში საკმარისია მკურნალობა სახლის პირობებში.

ყელის ქავილს ყველაზე ხშირად იწვევს შემდეგი მდგომარეობები:

  • ალერგიული რინიტი;
  • საკვებისმიერი ალერგია;
  • მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
  • ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები;
  • გაუწყლოება;
  • მჟავა რეფლუქსი.

ბევრ ადამიანს შველის ნაზალური სპრეი, ლიმონიანი და თაფლიანი ჩაი, ხველებისთვის განკუთვნილი წვეთები, ყელის სავლები.

ყელის ქავილის პრევენციისთვის მოწოდებულია:

  • უარი თქვით კოფეინსა და ალკოჰოლზე;
  • დალიეთ წყალი;
  • შეწყვიტეთ თამბაქოს მოხმარება;
  • ხშირად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით;
  • მწვავე ალერგიული სეზონის დროს ნუ გააღებთ ფანჯრებს და შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ქუჩაში ყოფნას.

წყარო:  

https://www.medicalnewstoday.com/articles/317066#prevention