თქვენი აზრით, რა არის საჭირო ჯანსაღი ურთიერთობისთვის?
ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ ურთიერთობა ჯანსაღია, როცა ყველაფერი მარტივად გვარდება, ხოლო სხვების აზრით, პარტნიორებს შორის ჰარმონიის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია მუდმივი ძალისხმევა, ერთგულება, მოსალოდნელი შედეგის წინასწარ განსაზღვრა.
ჯანსაღი ურთიერთობის ოქროს წესი არ არსებობს და რამდენი ადამიანიცაა იმდენივე აზრის მოსმენაა მოსალოდნელი ამ თემაზე. ისიც საკითხავია ვისთვის რა ითვლება ნორმად, ჯანსაღი კავშირის კრიტერიუმად. ერთადერთი, რაც განსჯას არ ექვემდებარება და არც საკამათო საკითხია არის ის, რომ ნებისმიერი ტიპის ურთიერთობამ სიხარული უნდა მოგანიჭოთ, თავს დაცულად გრძნობდეთ.
ჯანსაღი ურთიერთობისთვის დამახასიათებელია:
• ერთმანეთს პატივს სცემთ;
• ერთმანეთს ენდობით;
• როგორც წყვილს კომუნიკაცია არ გიჭირთ;
• ერთად ყოფნა სიამოვნებას განიჭებთ;
• ერთმანეთის მიზანს მხარს უჭერთ;
• უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ერთად იღებთ;
• გრძნობთ, რომ თქვენზე ზრუნავენ და გვერდში გიდგანან;
• სხვისი აზრი ნაკლებად უნდა გაღელვებდეთ, თუმცა სასიამოვნოა თუ გარშემომყოფები (ვისი აზრიც გაინტერესებთ და მნიშვნელოვანია) თქვენი არჩევანით, ურთიერთობით კმაყოფილები არიან.
წყარო:
https://www.waldenu.edu/programs/psychology/resource/ten-signs-of-a-healthy-relationship
