მუდმივად რატომ მშია?

მუდმივად რატომ მშია?

შიმშილით ორგანიზმი განიშნებთ, რომ ენერგიის წყარო, ანუ საკვები სჭირდება - ეს სრულიად ბუნებრივი რეაქციაა.

შიმშილის დროს კუჭი ცარიელია და სხეული სხვადასხვა სიმპტომით აპროტეტებს, მაგალითად, დიდი შანსია შეგაწუხოთ მუცლის ბუყბუყმა, გაღიზიანებამ, თავის ტკივილმა, დაგიქვეითდეთ კონცენტრაციის უნარი. 

ზოგიერთი ადამიანი კვებიდან შემდგომ სადილობამდე თავს ნორმალურად გრძნობს და რამდენიმე საათის შუალედშიც კი არ აქვს წახემსების სურვილი. თუმცა შეიძლება თქვენ იმ კატეგორიას განეკუთვნებით, რომელიც მუდმივად შიმშილის შეგრძნებას უჩივის და ჭამის, კარგად დანაყრების შემდეგაც კი.

მუდმივად შიმშილს შესაძლოა უჩიოდეთ შემდეგი მიზეზების გამო: 

• არ იღებთ საკმარის ცილას; 
• ღამით რეკომენდებული დროით არ გძინავთ; 
• თქვენს რაციონში საჭიროზე დიდი დოზითაა რაფინირებული ნახშირწყლები;
• საკმარისი რაოდენობის წყალს არ სვამთ; 
• საკვები არ შეიცავს ბოჭკოს; 
• მაშინ ჭამთ, როცა გონება გაფანტული გაქვთ; 
• ზედმეტად ბევრს ვარჯიშობთ; 
• ალკოჰოლის დოზა რეკომენდებულზე ჭარბია; 
• მუდმივად სტრესულ გარემოში ხართ; 
• ზოგიერთი მედიკამენტი (გვერდითი ეფექტი მადის გაძლიერებაა); 
• სწრაფად ჭამთ; 
• ანამნეზში გაქვთ ისეთი მდგომარეობები როგორიცაა: დეპრესია, პრემენსტრუალური სინდრომი, ჰიპოგლიკემია, ჰიპერთირეოზი. 

 

 

  

წყარო:

https://www.healthline.com/nutrition/14-reasons-always-hungry#medical-conditions