როგორ დავიმუშაოთ ქაღალდით მიღებული ჭრილობა?

როგორ დავიმუშაოთ ქაღალდით მიღებული ჭრილობა?

ქაღალდით მიყენებული ჭრილობა პაწაწინაა, თუმცა ძალიან მტკივნეული.

თავისთავად, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ამ ტიპის დაზიანება ხორცდება 2-3 დღეში და ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე. თუმცა დისკომფორტის შესამსუბუქებლად და ჭრილობის შეხორცების პროცესის დასაჩქარებლად შეგილიათ ჩაიტაროთ გარკვეული კურსი. 

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ ჭრილობიანი ხელი წყლითა და საპნით დაიბანოთ. სუფთა კანზე დაიდეთ ანტიბიოტიკური მალამო. თუ ჭრილობა დიდი ზომისაა შეგილიათ დაიფაროთ ბინტით. 

თუ ქაღალდით მიღებული ჭრილობა გაქვთ უნდა გაიკეთოთ ხელთათმანი შემდეგი სიტუაციების დროს: 

• ჭურჭლის რეცხვა; 
• საჭმლის მომზადება; 
• ბაღში მუშაობა; 
• მგზავრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ქაღალდისმიერი ჭრილობა მარტივად ხორცდება, თუმცა ნუ გამორიცხავთ გართულების რისკს, რადგან კანის მთლიანობა დაირღვა. 

აუცილებლად მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების დროს: 

• იმატა სიწითლემ; 
• შეშუპება; 
• მუდმივი ტკივილი; 
• ჩირქი ან სითხე; 
• სიმხურვალის შეგრძნება შეხებისას. 

 

 

 

წყარო:  

https://www.healthline.com/health/first-aid/why-paper-cuts-really-really-hurt