ჟანგბადის თერაპია

ჟანგბადის თერაპია

რა მიზნით ინიშნება ჟანგბადის თერაპია?

ჟანგბადი ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელი აირია. იგი ერთ-ერთია ჰაერში მდებარე იმ აირებს შორის, რომელსაც ჩავისუნთქავთ.

ჟანგბადის თერაპია (როგორც დროებითი, ისე ხანგრძლივი ვადით მკურნალობისთვის) მიზანშეწონილია შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • ქრონიკული ობსტრუქციული პულმონალური დაავადება;
  • პულმონალური ფიბროზი;
  • პნევმონია;
  • ასთმის მწვავე შეტევა;
  • კისტური ფიბროზი;
  • ძილის აპნოე.

თავისთავად, ჟანგბადის თერაპია გავრცელებული დამხმარე მეთოდია კლინიკებში, თუმცა გამოიყენება სახლის პირობებში სამკურნალოდაც. თანამედროვე მედიცინამ დანერგა რამდენიმე მოწყობილობა, რომელიც სახლის პირობებში სამკურნალოდაა შემუშავებული და პაციენტს ჟანგბადს სახის ნიღბის ან ნაზალური კანულას მეშვეობით აწვდის.

ჟანგბადით მკურნალობა შესაძლოა აუცილებელი გახდეს შემდეგი სიმპტომების გამოვლენისას:

  • თავის ტკივილი;
  • ქოშინი;
  • აჩქარებული სუნთქვა;
  • ჰაერის უკმარისობა;
  • ტუჩის, კანის, ფრჩხილების გალურჯება;
  • თავბრუსხვევა და გონების დაკარგვა;
  • საერთო სისუსტე, დაუძლურება.

წყარო:

https://www.lung.org/lung-health-diseases/lung-procedures-and-tests/oxygen-therapy