როგორ დავაღწიოთ თავი ცუდ განწყობას?

როგორ დავაღწიოთ თავი ცუდ განწყობას?

მუდმივად ცუდ ხასიათზე ყოფნა მავნებელია.

პერიოდულად ყველა ჩვენგანს გვიპყრობს უარყოფითი განწყობა, მაგრამ თუ ეს ემოცია ქრონიკულ ფორმას იღებს უნდა მიმართოთ სპეციალისტს და დაადგინოთ გამომწვევი მიზეზი. გარკვეული მდგომარეობებით პროვოცირებული ცუდი განწყობის მკურნალობა გაცილებით კომპლექსურია და ზოგადი რეკომენდაციები ნაკლებად დაგეხმარებათ, შესაბამისად, დროულად მიმართეთ ფსიქოლოგს.

განწყობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ:

  • იფიქრეთ იმ ადამიანზე ან იმ მომენტზე, რომელიც თქვენში მადლიერებას იწვევს;
  • ამოირჩიეთ ნებისმიერი ადამიანი და მისთვის რამე კარგი, სასიამოვნო გააკეთეთ;
  • დრო გაატარეთ ბუნებაში, ქუჩაში ისეირნეთ - მთავარია გახვიდეთ გარეთ;
  • მოეფერეთ შინაურ ცხოველს, მაგალითად, კატას;
  • მოუსმინეთ მუსიკას;
  • მიიღეთ აბაზანა;
  • იქნებ მედიტაცია დაგეხმაროთ;
  • ივარჯიშეთ;
  • ჩაერთეთ საქველმოქმედო საქმიანობაში, გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება სხვებს.

 

 

წყარო:  

https://www.choosingtherapy.com/bad-mood/