ფეხის ტკივილი გავრცელებული ჩივილია.
შესაძლოა უჩიოდეთ მსუბუქ სპაზმს ან მწველ, გამჭოლ ტკივილს.
მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.
დისკომფორტი შესაძლოა გაწუხებდეთ ფეხის შემდეგ არეში:
• ძვალი;
• კუნთი;
• იოგები;
• მყესი;
• ნერვი;
• სისხლძარღვი;
• რბილი ქსოვილი;
• სახსარი.
ფეხის ტკივილის გამომწვევი მიზეზებია:
• კუნთის სპაზმი;
• ტრავმა;
• სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
• ნერვის პრობლემები;
• ელექტროლიტების დისბალანსი;
• ართრიტი;
• მოუსვენარი ფეხების სინდრომი;
• პოდაგრა.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების დროს:
• ფეხი წითელია, შეშუპებული, შავი ან ლურჯი;
• ფეხი ცივია და ფერმკრთალი;
• ტკივილი მწვავდება ფიზიკური აქტივობისას და დისკომფორტი მსუბუქდება მოსვენებისას;
• ტკივილი არ შემსუბუქდა სახლის პირობებში გატარებული მკურნალობის ფონზე;
• სიცხე.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/leg-pain