რა არის პარონიქია?
პარონიქია (ფრჩხილის ინფექცია) ჩნდება ბაქტერიის გამო. ბაქტერია კანში აღწევს კუტიკულასა და ეპონიქიუმზე მდებარე ჭრილობიდან. ჩვეულებრივ, პარონიქია არ იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს - ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ინფექცია დიდხანს გრძელდება ან მკურნალობის დასრულების შემდეგ ხელახლა ჩნდება.
კანის ანთებითი პროცესის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ტრავმა, გაღიზიანება ან ინფექცია.
პარონიქია მოსალოდნელია როგორც ფეხის, ისე ხელის თითებზე.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მკურნალობისთვის მოწოდებულია ანტიბიოტიკოთერაპია, ხოლო ზოგჯერ ჩირქის დრენირებაა საჭირო.
ფრჩხილის ინფექციის მაღალი რისკია შემდეგი ფაქტორების გამო:
- კანს პირდაპირი კავშირი აქვს გამღიზიანებლებთან, ქიმიკალებთან;
- ფრჩხილების ან ნუნების კვნეტის მავნებელი ჩვევა;
- ანამნეზში კანის მდგომარეობები;
- მუშაობთ წყალთან.
ფრჩხილის ინფექციისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- ფრჩხილის გარშემო ტკივილი, შეშუპება;
- კანი შეწითლებულია და თბილი;
- ჩირქი კანქვეშ.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/15327-nail-infection-paronychia