ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 6 ივნისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 127 950 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 647 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 5 457 ადამიანი და დაიღუპა 104, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 70 853 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 891 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 17 996 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 304 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 19 293 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 963 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 13 714 და დაიღუპა 374 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 637 და დაიღუპა 11.
წყარო: