პერიოდულად ცუდ განწყობაზე ყოფნა ნორმალურია, თუმცა ქრონიკულ ფორმას მიზეზი აქვს.
მუდმივად ცუდი განწყობა, ნეგატიური მუხტი სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე, ურთიერთობებზე.
გაითვალისწინეთ, ემოცია განსხვავდება განწყობისგან; ემოცია სპეციფიკურ სიტუაციაზე გამოხატული რეაქციაა, მაგალითად, სახიფათო სიტუაციაში გეშინიათ და კომპლიმენტის მიღებისას კმაყოფილებას გრძნობთ.
რამდენიმე მიზეზი თუ რატომ ხართ მუდმივად ცუდ ხასიათზე:
- სტრესი;
- უძილობა;
- არაჯანსაღი კვება;
- ტრავმისგან და ემოციური დარღვევისგან დატოვებული ეფექტი;
- მედიკამენტის გვერდითი მოვლენა;
- გარემო და სოციალური გავლენა;
- ქრონიკული ტკივილი;
- სოციალურ მედიაზე მიჯაჭვულობა.
წყარო:
https://www.choosingtherapy.com/bad-mood/