რა იწვევს ფეხის ტკივილს?
ფეხის ტკივილი გავრცელებული სიმპტომია. შეიძლება უჩიოდეთ კუნთის სპაზმს ან მწვავე, გამჭოლ ტკივილს კიდურის არეში.
მკურნალობის კურსი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. მსუბუქი დისკომფორტის მართვა შესაძლებელია სახლის პირობებში, თუმცა ძლიერი ტკივილი და განსაკუთრებით ტრავმის ფონზე გამოვლენილი ექიმის ჩარევას საჭიროებს. ხშირად ფეხის ტკივილი მწვავდება ღამით. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ყრუ ტკივილი.
ტკივილი ვლინდება შემდეგ არეში:
- ძვალი;
- კუნთი;
- მყესი;
- იოგი;
- ნერვი;
- სისხლძარღვი;
- რბილი ქსოვილი;
- სახსარი.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში გამომწვევი მიზეზებია:
- კუნთის სპაზმი;
- ტრავმა;
- სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
- ნერვის პრობლემები;
- ელექტროლიტების დისბალანსი;
- ართრიტი;
- პოდაგრა;
- მოუსვენარი ფეხების სინდრომი.
წყარო: