ტროპონინის ანალიზი - ცილა, რომელიც ინფარქტის დროს სისხლში იჟონება

ტროპონინის ანალიზი - ცილა, რომელიც ინფარქტის დროს სისხლში იჟონება

რა არის ტროპონინი?

ამ ტიპის ანალიზისას სისხლის მიმოქცევის სისტემაში ცილას სახელწოდებით ტროპონინს ეძებენ.

ნორმალურ მდგომარეობაში, ფიზიოლოგიურად ტროპონინი გულის კუნთის უჯრედშია მოთავსებული და სისხლში მხოლოდ იმ შემთხვევაში იჟონება თუ ადამიანს გულის კუნთი დაუზიანდება. შესაბამისად, ტროპონინის ტესტით დიაგნოსტირდება ინფარქტი ან გულთან დაკავშირებული სხვა პრობლემები. რაც უფრო დიდი დოზითაა ეს ცილა სისხლში მით მეტადაა გული დაზიანებული - კვლევა აჩვენებს ინფარქტით გამოწვეული სიმძიმის დონეს.

ტროპონინის დონე შესაძლოა მომატებული იყოს სხვა მდგომარეობების გამოც, კერძოდ:

  • თირკმლის ქრონიკული დაავადება;
  • პულმონალური ემბოლიზმი;
  • გულის შეგუბებითი უკმარისობა;
  • გულზე ჩატარებული ოპერაცია;
  • გულის სარქველის დაავადება;
  • არითმია;
  • სეფსისი;
  • ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა ან ინტენსიური ვარჯიში;
  • მწვავე ემოციური სტრესი.

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diagnostics/22770-troponin-test