ფიბრობლასტი

ფიბრობლასტი

რა არის ფიბრობლასტი?

ფიბრობლასტი შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი უჯრედია.

ფიბრობლასტი წარმოქმნის და ანახლებს კოლაგენის ბოჭკოს. აღნიშნული უჯრედი აუცილებელია ჭრილობის შეხორცებისთვის, ქსოვილის აღსადგენად, ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურის შესანარჩუნებლად. 

ფიბრობლასტის მეშვეობით ცილების და მათ შორის კოლაგენის სინთეზირება ხდება. ფიბრობლასტი სხეულის დაზიანებულ უბანში ახალი კოლაგენის ბოჭკოებსა და ბევრ სხვა არაუჯრედოვან კომპონენტს წარმოქმნის - შედეგად ტრავმირებული ქსოვილი გაცილებით მარტივად იკურნება, შეხორცების პროცესი ჩქარდება. 

ფიბრობლასტის ფუნქციაში ასევე შედის სხვადასხვა უჯრედს შორის კომუნიკაცია, კანის სიმკვრივესა და ელასტიურობაზე ზრუნვა.

თანამედროვე კოსმეტოლოგიაში ფართოდაა დანერგილი ფიბრობლასტური თერაპია. ამ კოსმეტიკური პროცედურის დროს კანის უჯრედების სტიმულირება ხდება, კოლაგენით ივსება და შედეგად კანის სტრუქტურის აღდგენა/გაახალგაზრდავებაა შესაძლებელი. 

 

წყარო:  

https://npistanbul.com/en/what-is-a-fibroblast