სკალპის სოკოვანი ინფექცია

სკალპის სოკოვანი ინფექცია

რა სიმპტომებით ვლინდება სკალპის სოკოვანი ინფექცია?

სკალპის სოკოვანი ინფექციის გამომწვევი მიზეზია სოკო სახელწოდებით კანდიდა. ინფექციის ფონზე ვლინდება ქავილი, გამონაყარი და ფუფხები - კანი, როგორც წესი, გაღიზიანებული და აქერცლილია.

კანდიდას უყვარს თბილი და ნესტიანი სივრცე, შესაბამისად, ამ ტიპის გარემო არ უნდა შეუქმნათ.

სკალპის სოკოვანი ინფექციის პრევენციისთვის აუცილებელია სათანადოდ დაიცვათ პირადი ჰიგიენა და შეინარჩუნოთ სკალპის სისუფთავე, სიმშრალე.

სკალპის ინფექცია განსაკუთრებით ხშირია შემდეგ კატეგორიაში:

  • ორსულები;
  • ანტიბიოტიკებით მკურნალობა;
  • ქიმიოთერაპია;
  • არაჯანსაღი რაციონი;
  • სტრესი;
  • ანამნეზში სუსტი იმუნიტეტი.

სკალპის სოკოვანი ინფექციის პირველი ნიშანი ვარდისფერი ან წითელი გამონაყარია - მუწუკები სხვადასხვა ზომისა და ფორმისაა, მოსალოდნელია ფუფხები.

ასევე შესაძლოა შენიშნოთ შემდეგი სიმპტომები:

  • ფანტელისმაგვარი თეთრი ქერცლები;
  • სქელი თეთრი ან ყვითელი ცხიმიანი ლაქები;
  • ზოგიერთ არეში რბილი ტენიანი სივრცე;
  • თეთრი და წითელი, ჩირქით სავსე მუწუკები.

ჩვეულებრივ, სკალპის სოკოვანი ინფექცია არ არის გადამდები. თუმცა თუ გაქვთ სუსტი იმუნური სისტემა სასურველია მოერიდოთ სოკოვანი ინფექციის მქონე პირს. სუსტი იმუნიტეტის ადამიანები ინფექციის მაღალ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ.

წყარო: 

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22967-scalp-yeast-infection