რა უნდა იცოდეთ სისხლის შემდედებელ სისტემაზე?
როდესაც სისხლის ნორმალურად შედედების პროცესი ირღვევა, რიგი გართულებების რისკი იზრდება. პათოლოგიურმა პროცესმა შესაძლოა თრომბები წარმოქმნას ვენებში, გამოიწვიოს ღრმა ვენების თრომბოზი, პულმონალური ემბოლიზმი, ზიანი მიადგეს ტვინს, ნაწლავებს, თირკმელსა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს.
ტრავმისა თუ ჭრილობის დროს, როდესაც კანის მთლიანობა ირღვევა სისხლი მოდის. ამ დროს ორგანიზმის სისხლის კრიტიკული კომპონენტები აქტიურდებიან და ანელებენ, აჩერებენ სისხლდენას. სისხლდენა ჩერდება სისხლის პლაზმის, თრომბოციტებისა და სხვა ფაქტორების ჩარევით. თითოეული ეს კომპონენტი სხვადასხვა პრინციპით ფუნქციონირებს, თუმცა საერთო ჯამში ერთ საქმეს ემსახურება, კერძოდ, იმ დონემდე შეასქელოს სისხლი რომ სისხლდენა შეწყდეს.
როდესაც ორგანიზმში სისხლის შედედების პროცესი ირღვევა ადამიანი სიცოცხლისთვის საშიში რაოდენობით სისხლს კარგავს. გაითვალისწინეთ, სისხლის შედედება გამოჯანმრთელების, ტრავმაზე რეაგირების ნორმალური პროცესია, თუმცა თუ თრომბები წარმოიქმნება სრულიად უმიზეზო, ანუ გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების გარეშე, დიაგნოზი ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობაა.
ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობა ნიშნავს იმას, რომ სისხლი დედდება პათოლოგიურად. მსგავს კლინიკურ შემთხვევებში პაციენტებს მკურნალობენ სპეციალური ანტიკოაგულანტური მედიკამენტებით.
ჰემოსტაზი (სისხლის შემდედებელი სისტემა) ორგანიზმში სისხლის თხევადი მდგომარეობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს და ასევე სისხლძარღვის დაზიანების შემთხვევაში ფიბრინის კოლტის წარმოქმნით ორგანოსა თუ ქსოვილებს, სხვადასხვა სისტემას სისხლის დაკარგვისგან იცავს.
პლაზმის შემდედებელი ფაქტორების დეფიციტით გამოწვეული თანდაყოლილი სისხლმდენი დაავადების კლასიკური მაგალითია ჰემოფილია.
წყარო:
https://lindenbergcancer.com/blog/what-are-the-most-common-blood-clot-disorders/