რა არის ბეიკერის კისტა?
ბეიკერის კისტა არის პატარა, სითხით სავსე წარმონაქმნი, რომელიც მუხლის უკანა არეში ჩნდება. ჩვეულებრივ, არ არის საშიში, თუმცა ექიმის მეთვალყურეობას საჭიროებს.
ბეიკერის კისტა ყალიბდება მაშინ, როდესაც მუხლის სახსარი ან მის გარშემო მდებარე ქსოვილი ზიანდება და ზედმეტი სითხე იჟონება (დრენირება ხდება).
სითხით სავსე წარმონაქმნის გარდა შესაძლოა შენიშნოთ შემდეგი სიმპტომები:
- მუხლის ტკივილი;
- გაშეშება;
- მოძრაობის უნარის შეზღუდვა;
- გიჭირთ მუხლის მოხრა;
- შეშუპება.
ზოგიერთ ადამიანს სიმპტომები არ აქვს და დიაგნოზის შესახებ რუტინული გამოკვლევისას ან სრულიად სხვა ჩივილის გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირებისას იგებს.
გაითვალისწინეთ, ნებისმიერი რამ, რაც მუხლის სახსარს აზიანებს და შეშუპების მიზეზი ხდება, შესაძლოა ბეიკერის კისტის მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდეს. ყველაზე ხშირი მიზეზებია მუხლის ართრიტი და ტრავმა კიდურის არეში.
რისკ-ჯგუფია:
- 35-დან 70 წლამდე ასაკის პირები;
- ათლეტები;
- ჰობისა თუ სამსახურის გამო დატვირთვა მოდის მუხლზე;
- ანამნეზში ართრიტი.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/15183-bakers-cyst