სარძევე ჯირკვლის კისტა - დიაგნოსტირება და მკურნალობა

სარძევე ჯირკვლის კისტა - დიაგნოსტირება და მკურნალობა

სარძევე ჯირკვლის კისტა სითხით სავსე ბუშტია, მკერდში.

შეიძლება წარმოიქმნას როგორც ერთი, ისე მრავლობითი კისტა.

მეცნიერებისთვის მკერდში კისტის წარმოქმნის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. განსაკუთრებით ხშირია 45-დან 50 წლამდე ასაკის ქალებში, თუმცა სავსებით შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. სტატისტიკურად, ხშირად ფიქსირდება მენოპაუზის დროს.

დიაგნოსტირება და მკურნალობა

დიაგნოსტირება ხდება ფიზიკური გასინჯვითა და ულტრაბგერითი კვლევით.

თუ კისტა იმდენად დიდი ზომისაა რომ შეიგრძნობა, ტარდება დრენირება. ამ პროცედურის ჩატარების საჭიროება არ დგება მაშინ, როდესაც კისტა თვალსაჩინოა ულტრაბგერით კვლევაზე, თუმცა ქალს დისკომფორტს არ უქმნის, ანუ ზომაში პატარაა.

დრენაჟით ამოღებული სითხე შეიძლება იყოს გამჭირვალე ან შეფერილი (ყვითელი, მწვანე, შავი, ფორთოხლისფერი). მედიკოსები აცხადებენ, რომ ეს სითხე ნორმალურია და არ საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, ტესტირებას.

კისტიდან სითხის დრენირებისთვის საჭიროა რამდენიმე წუთი - შესაძლოა ექიმმა რეკომენდაცია მოგცეთ, რომ რამდენიმე თვის შემდეგ დაბრუნდეთ კლინიკაში, მონიტორინგის მიზნით.

 

წყარო: 

https://www.thewomens.org.au/health-information/breast-health/breast-cysts