საკმარისად იკვებებით?
მოუსმინეთ ორგანიზმს, რადგან სხეული აუცილებლად მიგანიშნებთ საკმარისად მიირთმევთ თუ არა.
დღეს ჯანსაღი წონის შენარჩუნება სერიოზული გამოწვევაა, რადგან როგორც სახლში, ისე ქუჩაში უამრავი გემრიელი კერძი და სასუსნავი „გვეგებება“.
უფრო ხშირად ჩივიან სიმსუქნეზე და რატომღაც ავიწყდებათ, რომ არასაკმარისი კვებაც ისევე მავნებელია როგორც ძღომაზე სადილობა. ორგანიზმისთვის აუცილებელია კალორია - საკვები არის ენერგია, რომელიც სჭირდება ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ საკმარისად არ იკვებებით:
- არაჯანსაღი, რეკომენდებულზე ნაკლები სხეულის წონა;
- არ გაქვთ ძალა, ენერგია;
- თმის ცვენა;
- მუდმივად შიმშილის შეგრძნება;
- დაორსულების პრობლემა;
- უარყოფითი გუნება-განწყობილება, გაღიზიანება;
- მუდმივად სიცივის შეგრძნება;
- შეკრულობა;
- დასუსტებული იმუნური სისტემის ფონზე ხშირი ავადობა;
- კანის პრობლემები.
წყარო:
https://www.healthline.com/nutrition/signs-of-not-eating-enough