კოჭის დაჭიმულობა დისკომფორტისა და დროებითი იმობილიზაციის მიზეზია.
თავისთავად, აქვეითებს ადამიანის ყოველდღიურ რიტმს, რადგან დაჭიმულობისა და ტკივილის ფონზე დამოუკიდებლად პირად ჰიგიენაზე ზრუნვაც კი სერიოზული გამოწვევაა.
აუცილებელია სიმპტომის ადეკვატური მართვა და რეკომენდაციების გათვალისწინება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოყალიბდება კოჭის ქრონიკული ტკივილი, კოჭის სახსრის არამდგრადობა და ართრიტიც კი.
რასაკვირველია, არავის მიზანია ხელოვნურად გამოიწვიოს კოჭის დაჭიმულობა და ეს მდგომარეობა იმდენად უნებლიედ შეიძლება ჩამოყალიბდეს, რომ პაციენტმა ვერც კი გაიხსენოს სად და რა ვითარებაში შეემთხვა. თუმცა არსებობს რამდენიმე ეფექტური მეთოდი, რომელიც მომავალში კოჭის სერიოზული დაჭიმულობისგან დაგიცავთ, მინიმუმამდე შეამცირებს რისკს.
რეკომენდებულია:
- გაიძლიერეთ/გაიმკვრივეთ კოჭი;
- ფიზიკურ აქტივობამდე ორგანიზმი და განსაკუთრებით ქვედა კიდურები შესაბამისად მოამზადეთ;
- ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი;
- თქვენზე მორგებული მარშუტი შეარჩიეთ;
- მოუსმინეთ სხეულს - რეალურად, კიდური ყოველთვის გვაფრთხილებს რომ დაიღალა, თუმცა იშვიათად ვაქცევთ ყურადღებას.
წყარო: