რა არის ადრენალინი?
ადრენალინი ჰორმონია, რომელიც გამომუშავდება ისეთ სიტუაციაში, როდესაც ადამიანი იმყოფება სტრესში, საფრთხეში, შეშინებული თუ აღელვებულია.
ადრენალინის შეტევა იწყება ტვინში. როდესაც სტრესულ გარემოში ან სახიფათო სიტუაციაში იმყოფებით ეს ინფორმაცია ამიგდალაში იგზავნება. ამიგდალა იღებს სიგნალს, აღიქვამს საფრთხეს და ინფორმაციას აწვდის ჰიპოთალამუსს. სწორედ ჰიპოთალამუსის დახმარებით სიგნალი გადაეცემა თირკმელზედა ჯირკვალს - საბოლოო ჯამში ადრენალინი უკვე სისხლის მიმოქცევის სისტემაშია და მზად ხართ საფრთხეს ადეკვატურად უპასუხოთ.
ადრენალინის მოზღვავების მიზეზი შესაძლოა იყოს:
- საშინელებათა ჟანრის ფილმი;
- პარაშუტით ხტომა;
- კლდეზე ცოცვა;
- ზიპლაინი;
- ჯომარდობა;
- გალიით ზვიგენებთან ცურვა და სხვა აქტივობა.
ადრენალინის მოზღვავებისას ჩნდება შემდეგი სიმპტომები:
- ოფლიანობა;
- აჩქარებული გულისცემა;
- მომატებული მგრძნობელობა;
- სწრაფი სუნთქვა;
- ადამიანი ვერ გრძნობს ტკივილს;
- გაფართოებული გუგები;
- მღელვარება.
ადეკვატურ სიტუაციაში მომატებული რეაქცია საჭიროა, თუმცა ადრენალინის მოზღვავება სრულიად შეუსაბამო მომენტში დისკომფორტს იწვევს. მაგალითად, ღამით გამომუშავებული ადრენალინის ჭარბი დოზა დაძინების საშუალებას ნამდვილად არ მოგცემთ.
შეიძლება ადამიანი კომფორტულად იყოს მოკალათებული ლოგინში, მყუდრო საძინებელში, მაგრამ თუ ფიქრს არ შეწყვეტს დღის განმავლობაში მიმდინარე უსიამოვნო ამბებზე ან ხვალინდელ დღეზე, ასეთ ფონზე დაძინება გამორიცხულია.
ადრენალინის წარმოქმნის მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ძლიერი ხმაური;
- კაშკაშა სინათლე;
- მაღალი ტემპერატურა;
- ძილის წინ ტელევიზორის ყურება, მობილურში სქროლვა ან ხმამაღალი მუსიკის მოსმენა.
წყარო: