რა არის მედუზას თავი?
მედუზას თავი სამედიცინო ტერმინია და განმარტავს, რომ ჭიპის გარშემო ვენები შეშუპებული ან გაფართოებულია. ამ დიაგნოზის დროს ვენას გველისმაგვარი იერსახე აქვს, ჭიპის გარშემო იკლაკნება და მედუზას თავს წააგავს, შესაბამისად, უწოდეს ეს ტერმინი.
ყველაზე გავრცელებული მიზეზი პორტული ჰიპერტენზიაა. პორტული ჰიპერტენზია კი გვიანი სტადიის ღვიძლის დაავადების გვერდითი ეფექტია.
მედუზას თავს შესაძლოა ერთვოდეს შემდეგი სიმპტომები:
• შეშუპებული კიდურები;
• შეშუპებული მუცელი;
• მუცლის ტკივილი;
• ღვიძლის გადიდება.
მწვავე კლინიკურ შემთხვევებში ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
• დაბნეულობა ან დიზორიენტაცია;
• სუნთქვის უკმარისობა;
• შარდის მცირე რაოდენობა;
• პაციენტი აღებინებს სისხლს.
უშუალოდ მედუზას თავი მკურნალობას არ საჭიროებს, მაგრამ მისი გამომწვევი დაავადების მართვა აუცილებელია.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/caput-medusae
