რეფლექსოლოგია - ტერფის ხელით დამუშავება, დამასაჟება

რეფლექსოლოგია - ტერფის ხელით დამუშავება, დამასაჟება

რა არის რეფლექსოლოგია?

რეფლექსოლოგია თერაპიის სახეობაა, რომლის დროსაც ტერფის რეფლექსურ წერტილებზე ზეწოლა ხორციელდება.

რეფლექსოლოგია აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, უზრუნველყოფს ორგანიზმის ენერგეტიკულ ბალანსს, ხსნის დაძაბულობას.

ხელით ერთგვარი მასაჟი კეთდება და მუშავდება ის მიდამო, სადაც პაციენტი გრძნობს ტკივილსა თუ დისკომფორტს. ჯერჯერობით ოფიციალური, სრულყოფილი კვლევა არ ჩატარებულა იმის თაობაზე რეფლექსოლოგია უფრო ეფექტურია თუ ტრადიციული ფეხის მასაჟი.

რეფლექსოლოგების განმარტებით, ეს პროცედურა ეფექტურია შემდეგი მდგომარეობების გასაუმჯობესებლად:

  • იმუნური სისტემა;
  • გაციება ან ბაქტერიული ინფექცია;
  • სინუსის დარღვევები;
  • ზურგის ტკივილი;
  • ჰორმონული დისბალანსი;
  • საკვების მონელება;
  • ართრიტული ტკივილი.

პროცედურა გრძელდება 50 წუთის განმავლობაში. აუცილებელი არაა, თუმცა შესაძლოა სპეციალისტმა გამოიყენოს კრემი ან ლოსიონი.

 

 

 

წყარო: 

https://health.clevelandclinic.org/reflexology