სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა საჭმლის მომნელებელი სისტემის არაერთი დარღვევის სიმპტომია.

დიაგნოსტირების მიზანია სისხლდენის წყაროს აღმოჩენა და იმის დადგენა თუ რამდენად მწვავეა მდგომარეობა.

დიაგნოსტირების მეთოდებია:

  • სისხლის ანალიზი;
  • განავლის მასალაში სისხლის არსებობის დადასტურება;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • კუჭ-ნაწლავის რენტგენოლოგიური კვლევა;
  • მუცლის ღრუს ზედა მიდამოს ენდოსკოპია;
  • კოლონოსკოპია.

ზოგიერთი ტიპის სისხლდენის მართვა შესაძლებელია მედიკამენტური თერაპიით.

მედიკამენტური თერაპიის მიზანია:

  • კუჭის მჟავიანობის დონის შემცირება;
  • სისხლის ნორმალურად შედედების ხელშეწყობა;
  • შეშუპების შემცირება.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის მკურნალობა ხდება უშუალოდ ენდოსკოპიისა თუ კოლონოსკოპიის დროს.

ამ მეთოდებით შესაძლებელია შემდეგი ღონისძიებების გატარება:

  • პათოლოგიური წანაზარდების მოცილება;
  • სისხლდენის შესაჩერებელი მედიკამენტის ინექცია;
  • სპეციალური ლაზერითა თუ აირით სისხლდენის გამომწვევი ქსოვილის დაშლა.

ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში ინიშნება გადაუდებელი ლაპაროსკოპიული ქირურგიული ოპერაცია.

 

 

 

 

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23391-gastrointestinal-gi-bleeding