რა არის მეტაბოლიზმი?
მეტაბოლიზმის დახმარებით ორგანიზმი ითვისებს საკვებს, მკვებავ ნივთიერებებს და მათ ენერგიად გარდაქმნის. ეს გადამუშავებული ენერგია საჭიროა უჯრედებისთვის.
ჯანსაღი მეტაბოლიზმი ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმი ქმნის და იყენებს ენერგიას ოპტიმალური გზით. ჯანსაღი მეტაბოლიზმისას სხეული ეფექტურად ინელებს და შთანთქავს ნივთიერებებს საკვებიდან. როდესაც მეტაბოლიზმი სათანადოდ ფუნქციონირებს სისხლში შაქრისა და ცხიმის დოზა რეკომენდებულ ნორმას არ ცდება, ორგანიზმი მზადაა ებრძოლოს ანთებით პროცესს.
ჯანსაღი მეტაბოლიზმის მეშვეობით, დიაბეტი ტიპი ორის, გულის დაავადების, ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების, კიბოსა და სხვა პათოლოგიების რისკი მნიშვნელოვნად ქვეითდება.
ჯანსაღი მეტაბოლიზმი ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმი ენერგიითაა სავსე, შესაბამისად, დღეს აქტიურად ატარებთ.
მეტაბოლიზმის დატვირთვის უნარი და სიჩქარე დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, ფიზიკური აქტივობის დონეზე, გენეტიკასა და სხვა ფაქტორებზე.
თავისთავად, ასაკის მატებასთან ერთად მეტაბოლური ინტენსივობა ქვეითდება, თუმცა რეგულარული ვარჯიშისა და ჯანსაღი რაციონის ფონზე ამ ბუნებრივი, ფიზიოლოგიური პროცესის შენელება შესაძლებელია.
თქვენი მეტაბოლიზმი კარგად ფუნქციონირებს თუ გეცნობათ ეს ნიშნები:
- ინარჩუნებთ ჯანსაღ წონას;
- დღის განმავლობაში თავს ენერგიულად გრძნობთ;
- სიამოვნებით მიირთმევთ პროტეინებით მდიდარ საკვებს, ხილს, ბოსტნეულს;
- შაქრიანი თუ ცხიმიანი საკვების მიღების სურვილი ნაკლებად გაქვთ;
- რეგულარული ვარჯიშისთვის განწყობა და ენერგია ყოველთვის გაქვთ;
- გონება გიჭრით.
წყარო:
https://www.stylist.co.uk/fitness-health/wellbeing/healthy-metabolism-signs/877651