ნეიროგენური ერექციული დისფუნქცია - იმპოტენცია ნერვის დაზიანების გამო

ნეიროგენური ერექციული დისფუნქცია - იმპოტენცია ნერვის დაზიანების გამო

რა არის ნეიროგენური ერექციული დისფუნქცია?

ერექციული დისფუნქცია ნერვის დაზიანების სიმპტომებით ვლინდება მაშინ, როდესაც ნერვი, რომელიც ერექციაზეა პასუხისმგებელი, ზიანდება, კომპრესირებულია ან ვერ აგზავნის საჭირო სიგნალებს. ამ ტიპის იმპოტენცია ცნობილია ნეიროგენური ერექციული დისფუნქციის სახელწოდებით.

ნეიროგენური ფორმა დროებითი ერექციული პრობლემისგან განსხვავდება, რადგან არ ჩნდება სტრესის, დაღლილობის, ცხოვრებისეული ფაქტორების ფონზე. ნეიროგენური ერექციული დისფუნქციისას პრობლემის თავია ტვინს, პენისის ნერვსა და ზურგის ტვინს შორის კომუნიკაციის პრობლემა. როდესაც ამ სისტემებს შორის კავშირი ირღვევა ორგანიზმი ვეღარ გამოჰყოფს იმ ქიმიკალებს, რომელიც პენისისკენ სისხლის გადატუმბვას, მიდინებას შეძლებს, საბოლოო შედეგი კი ერექციის პრობლემაა.

ბევრი მამაკაცი გვეკითხება ნერვის დაზიანება იწვევს თუ არა ერექციულ დისფუნქციას და პასუხი დადებითია - დიახ!

ნეიროგენური იმპოტენციის მიზეზებია ჯანმრთელობის პრობლემები, ტრავმა და დაზიანება. საყურადღებოა შემდეგი გარემოებები: 

• დიაბეტური ნეიროპათია; 
• ზურგის ტვინის ტრავმა; 
• პროსტატექტომია; 
• დისკის თიაქარი;
• გაფანტული სკლეროზი; 
• პარკინსონის დაავადება; 
• ინსულტი; 
• ტრავმა; 
• ალკოჰოლური ნეიროპათია. 

ნეიროგენური ერექციული დისფუნქცია კომპლექსური მდგომარეობაა.

ყურადღება მიაქციეთ შემდეგ სიმპტომებს და გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართეთ ექიმს: 

• შემცირებულია მგრძნობელობა პენისში; 
• სუსტი ან დაგვიანებული ერექცია; 
• მამაკაცს უჭირს ერექციის შენარჩუნება და ვერ ამყარებს ინტიმურ კავშირს; 
• დაკარგულია დილის ერექცია;
• დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება პენისის არეში. 

 

 

 

წყარო:

https://www.allohealth.com/blog/sexual-dysfunction/erectile-dysfunction/erectile-dysfunction-from-nerve-damage