რა არის ჰიპერლიპიდემია?
ჰიპერლიპიდემია სისხლში ცხიმის ან ლიპიდების ჭარბი რაოდენობაა. ამ მდგომარეობის ფონზე მნიშვნელოვნად იზრდება გულის შეტევისა და ინსულტის რისკი, რადგან ქოლესტერინის სიჭარბის გამო არტერიებში სისხლის სათანადოდ მიმოქცევის პროცესი იზღუდება.
ქოლესტერინის ნორმის დასასტაბილურებლად დანერგილია მედიკამენტური თერაპია - ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში საკმარისია ვარჯიში და ჯანსაღი რაციონი.
ჰიპერლიპიდემია გავრცელებული დიაგნოზია. თუ დროულად არ უმკურნალებთ, სისხლძარღვებში ფოლაქების აკუმულირება გაგრძელდება და დადგება ინფარქტის ან ინსულტის რისკი.
მოსალოდნელია შემდეგი ტიპის გართულებები:
- ინსულტი;
- ინფარქტი;
- კაროტიდული არტერიების დაავადება;
- უეცარი კარდიული სიკვდილი;
- პერიფერიული არტერიების დაავადება;
- კაპილარების დაავადება.
ადრეულ სტადიაზე პაციენტს სიმპტომები არ აქვს, ჩვეული რიტმით ცხოვრობს და ვერც კი აცნობიერებს არტერიებში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესს. თუმცა დროთა განმავლობაში ფოლაქი (ქოლესტეროლისა და ცხიმის მასა) გროვდება და ანელებს ან სრულად აფერხებს გულისკენ, ან ტვინისკენ სისხლის მიმოქცევას.
სისხლში ქოლესტეროლის დონეზე გავლენას ახდენს შემდეგი დაავადებები:
- სიმსუქნე ან ჭარბი წონა;
- ღვიძლის დაავადება;
- პანკრეასის დაავადება;
- გაფანტული სკლეროზი;
- საკვერცხის პოლიკისტური სინდრომი;
- თირკმლის ქრონიკული დაავადება;
- დიაბეტი;
- ლუპუსი;
- ძილის აპნოე და სხვა.
საყურადღებო რისკ-ფაქტორებია:
- ჭარბი ქოლესტეროლით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
- ჰიპოთირეოზი;
- სიმსუქნე;
- თქვენი საკვები რაციონი არ არის მდიდარი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებებით;
- ზედმეტად ბევრ ალკოჰოლს სვამთ;
- თამბაქო.
ჰიპერლიპიდემიის გამომწვევი მიზეზებია:
- თამბაქო;
- ალკოჰოლის ჭარბი დოზა;
- ტრანსცხიმებით ან გაჯერებული ცხიმით სავსე საკვები;
- არ ხართ ფიზიკურად აქტიური და დღის დიდ მონაკვეთს ჯდომაში ატარებთ;
- ძლიერი სტრესი;
- გენეტიკური ფაქტორი;
- ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/21656-hyperlipidemia
