ღებინების გამო როდის ხდება საჭირო ემერჯენსის დეპარტამენტში მკურნალობა?
კუჭ-ნაწლავის გრიპი და ღებინება თითქმის ყველა ადამიანისთვისაა ნაცნობი, თუმცა ზოგჯერ სიმპტომი სახლის პირობებში მკურნალობას აღარ ექვემდებარება და აუცილებელი ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზირება.
სასწრაფო გადაუდებელი დახმარების გამოძახებაა საჭირო თუ ვერ ახერხებთ ორგანიზმში საკვებისა და სითხის შენარჩუნებას (ღებინებისა თუ დიარეას გამო საჭიროზე ხშირად და დიდი რაოდენობით იდევნება), სიმპტომები გამწვავდა ან გამოვლინდა შემდეგი ნიშნები:
- სისხლდენა;
- მსუბუქი დაბნეულობა;
- თავბრუსხვევა;
- გულმკერდის ტკივილი;
- სუნთქვის უკმარისობა;
- სისუსტე;
- დაბუჟება;
- მოდუნება.
მსუბუქი მიმდინარეობის დროს სახლის პირობებში ღებინების მართვა შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:
- დალიეთ წყალი;
- მოერიდეთ მყარ საკვებს;
- დაისვენეთ.
გაითვალისწინეთ, თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება, სავარაუდოდ, სიმპტომი სხვა პათოლოგიის გამო გამოვლინდა და აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
სამედიცინო დახმარება გჭირდებათ თუ ღებინების ეპიზოდი ხშირია და გამოხატულია გაუწყლოების ნიშნები.
წყარო:
https://health.clevelandclinic.org/what-causes-vomiting-and-what-should-you-do-about-it