გამომწვევი მიზეზები.
საზარდულის არეში ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ტრავმა, ისე სხვა ნებისმიერი დაავადება - ეს სიმპტომი არაერთი პათოლოგიისთვისაა დამახასიათებელი. თუ თქვენთვის ნაცნობია ეს დისკომფორტი აუცილებელია მიმართოთ ექიმს და დაადგინოთ მიზეზი.
ტკივილის ხარისხი განსხვავებულია და დამოკიდებულია გამომწვევზე. შესაძლოა უჩიოდეთ ბასრ, მწველ ტკივილს ან ყრუ დისკომფორტს, ან შესაძლებელია სიმპტომი მწვავდებოდეს კონკრეტული მოძრაობის ფონზე.
საზარდულის არეში ტკივილი გავრცელებული სიმპტომია, მაგალითად, აშშ-ში ყოველი 10 ადამიანიდან ერთს აწუხებს (სპორტული სამედიცინო კლინიკების სტატისტიკით) და ფიქსირდება ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, განსაკუთრებით ათლეტებში.
საზარდულის არეში/გარშემო უამრავი კუნთი, ნერვი, მყესი თუ სხვა სტრუქტურაა, შესაბამისად, აუცილებელია დიაგნოსტირდეს ტკივილის გამომწვევი მიზეზი. ტკივილი შესაძლოა გაჩნდეს უშუალოდ საზარდულის არეში ან სავსებით შესაძლებელია დისკომფორტი აღმოცენდეს ორგანიზმის სხვა უბანში და საზარდულს გადაეცეს.
საზარდულის ტკივილი არის როგორც პირველადი, ისე მეორეული. პირველადი ტკივილის მიზეზი ტრავმა ან დაავადებაა, ხოლო მეორეული ვითარდება ოპერაციის შედეგად და წარმოადგენს ქირურგიული ჩარევის გართულების მაგალითს.
საზარდულის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს:
- სპორტული ან მოძრაობასთან დაკავშირებული ტრავმა;
- თიაქარი;
- თეძოს დაავადებები;
- ნერვული სისტემის დაავადებები;
- უროლოგიური მდგომარეობები;
- გინეკოლოგიური პათოლოგიები;
- კუჭ-ნაწლავის დარღვევები.
წყარო: