ლიპოსაქცია - ცხიმის მოშორება ქირურგიული მეთოდით.

ლიპოსაქცია - ცხიმის მოშორება ქირურგიული მეთოდით.

რა არის ლიპოსაქცია?

ლიპოსაქციის დროს ქირურგს ცხიმი ამოაქვს სხეულის კონკრეტული უბნიდან. ლიპოსაქციით შესაძლებელია რომელიმე მიდამოს ფორმირებაც და ამ პროცედურას სხეულის კონტუირება ეწოდება.

ლიპოსაქცია არ განიხილება როგორც წონის კლების მეთოდი. ჭარბი წონის მქონე პირებმა ზედმეტი კილო უნდა დაიკლონ ჯანსაღი რაციონითა და ფიზიკური აქტივობით - ლიპოსაქცია არ არის დიეტის თუ ვარჯიშის ალტერნატივა.

ლიპოსაქცია თქვენთვის არის რეკომენდებული თუ სტაბილური წონა გაქვთ, მაგრამ სხეულის სპეციფიკურ ადგილებში ზედმეტი ცხიმი დაგიგროვდათ. ლიპოსაქციით ცხიმი ამოაქვთ სხეულის ისეთი არედან, რომელიც არ ექვემდებარება დიეტასა და ვარჯიშს.

მაგალითად, ეს ნაწილებია:

  • მუცლის ღრუ;
  • მკლავების ზედა არე;
  • დუნდულები;
  • გულმკერდი და ზურგი;
  • თეძო და ბარძაყი;
  • კისერი და ნიკაპი;
  • მკერდი (მამაკაცებში, გინეკომასტიის დიაგნოზის დროს).

ლიპოსაქციით ვერ გამოსწორდება ცელულიტით დაფარული კანის იერსახე და ასევე ამ პროცედურით ვერ მოიცილებთ სტრიებს.

წყარო:  

https://www.mayoclinic.org/tests-procedures/liposuction/about/pac-20384586