რა არის ოტოპლასტიკა?
ოტოპლასტიკა, ასევე ცნობილი როგორც ყურის კოსმეტიკური ქირურგია, არის პროცედურა, რომლის დროსაც ქირურგი ცვლის ყურის ფორმასა და ზომას.
ოტოპლასტიკა შესაძლოა ჩატარდეს ნებისმიერ ასაკში (როდესაც ეს ორგანო მიაღწევს სრულყოფილ ზომას) და უმეტესად 5 წლის ასაკიდან. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ყურზე კოსმეტიკური ქირურგიული მანიპულაციის ჩატარების აუცილებლობა დგება დაბადებისთანავე.
ოტოპლასტიკა რეკომენდებულია შემდეგი მდგომარეობების დროს:
- ყურები დაშორებულია;
- ყურები თავთან შედარებით პროპორციაში გაცილებით დიდი ზომისაა;
- უკვე ჩატარებული პლასტიკური შედეგით უკმაყოფილო ხართ.
სრულყოფილი სიმეტრიისთვის, როგორც წესი, პლასტიკა ტარდება ორივე ყურზე.
გაითვალისწინეთ, ოტოპლასტიკით ვერ მოხერხდება ყურის ლოკაციის შეცვლა ან სმენის გაუმჯობესება.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/tests-procedures/otoplasty/about/pac-20394822