ბანანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილია მსოფლიოს მასშტაბით.
ეს გემრიელი საკვები შეიცავს სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს.
ამერიკის გულის ასოციაციის წარმომადგენელთა განმარტებით, სასურველია ყველა ადამიანმა აკონტროლოს რაციონში მარილის დოზა და ხშირად მიირთვას კალიუმით მდიდარი პროდუქტები. კალიუმი ორგანიზმს სისხლის წნევის მართვაში ეხმარება და ასევე ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს. ცნობისათვის, კალიუმს შეიცავს ბანანი.
ბანანი ასევე მდიდარია C ვიტამინით, ბოჭკოთი, ფოლატით, ანტიოქსიდანტებით. ყველა ეს ვიტამინი და მინერალი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. საკვები ბოჭკო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცუდი ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად, ასევე სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად.
ბანანის შემადგენლობაში არსებული ბოჭკო და წყალი ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს.
ეს გემრიელი ხილი ასევე შეიცავს ტრიპტოფანს, ამინომჟავას, რომელიც დადებითად აისახება მეხსიერებასა და გუნება-განწყობილებაზე.
მიუხედავად სასარგებლო თვისებებისა, აღნიშნული პროდუქტი ზოგიერთი ადამიანისთვის რეკომენდებული არაა, მაგალითად, დაუშვებელია ამ ხილის მიმართ ალერგიული პირებისთვის.
ჭარბი დოზით კალიუმი შესაძლოა მავნებელი იყოს მისთვის, ვისი თირკმელიც სრულყოფილად არ ფუნქციონირებს, შესაბამისად, რაციონი უნდა შეგიდგინოთ მკურნალმა ექიმმა.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ბანანმა შეიძლება ზოგიერთ ადამიანში თავის ტკივილი გამოიწვიოს.
წყარო: