რა არის ქსანთელაზმა?
ქსანთელაზმა პატარა, უვნებელი, ყვითელი მუწუკი, წანაზარდია (ერთგვარი ხორცმეტის მსგავსი) ქუთუთოზე ან ქუთუთოს კუთხეებში ცხვირის გვერდით. ზოგჯერ ქსანთელაზმა სხვა დაავადების (დიაბეტი, მაღალი ქოლესტეროლი ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა) სიმპტომია.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ქსანთელაზმა შესაძლოა გახდეს რიგი პათოლოგიური პროცესის განვითარების წინაპირობა მომავალში, კერძოდ, ეს დაავადებებია:
- გულის დაავადება;
- ინფარქტი;
- ათეროსკლეროზი;
- მაღალი ქოლესტეროლი.
ქსანთელაზმას მქონე პირთა ნახევარს ქოლესტეროლის დონე მომატებული აქვს, თუმცა დანარჩენ 50%-ში მაჩვენებელი ნორმაშია.
ამ ტიპის წანაზარდის გაჩენის რისკი გაცილებით მაღალია ქალებში.
რისკ-ფაქტორებია:
- ჭარბი წონა;
- თამბაქო;
- მაღალი ქოლესტეროლი;
- დიაბეტი;
- მაღალი არტერიული წნევა;
- ოჯახურ ანამნეზში მაღალი ქოლესტეროლი ან ქსანთელაზმა.
ქუთუთოზე ხორცმეტი, როგორც წესი, ჩნდება 20-დან 70 წლამდე ასაკში - უმეტესად აქვთ 35-დან 55 წლამდე ასაკის პირებს.
გაითვალისწინეთ, ქსანთელაზმა არ იკურნება დამოუკიდებლად - შესაძლოა დარჩეს იმავე ზომის ან გაიზარდოს. მისი მოცილება შეუძლია მხოლოდ ქირურგს, შესაბამისი პროცედურით.
მკურნალობის მეთოდებია:
- ქირურგიული ჩარევა;
- კრიოთერაპია (ყინულით მკურნალობა);
- ლაზერული ქირურგია;
- რადიოსიხშირული აბლაცია;
- ქიმიური პილინგი;
- ქირურგიული მანიპულაცია, რომლის დროსაც იყენებენ ექსტრემალურ სიცხეს.
გაითვალისწინეთ, სავსებით მოსალოდნელია ქსანთელაზმა კვლავ გაგიჩნდეთ.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23385-xanthelasma