ერმომეტრზე რა მაჩვენებელი ითვლება დაბალ სიცხედ?
როგორც წესი, სხეულის ნორმალურ ტემპერატურად მიიჩნევა 37 გრადუსი, თუმცა შესაძლოა მერყეობდეს 36.1-დან 37.2-მდეც. დაბალი სიცხე ინფექციის პირველი ნიშანია.
დამახასიათებელი ნიშნებია:
- თავის ტკივილი;
- დაღლილობა და საერთო სისუსტე;
- მსუბუქი ოფლიანობა.
როგორც წესი, სხეულის დაბალი ტემპერატურა არ არის სერიოზული, თუმცა საყურადღებოა მაშინ თუ ხანგრძლივ ფორმას იღებს და სხვა სიმპტომებიც ერთვის, მაგალითად, ტკივილი, ღებინება ან თავბრუსხვევა.
გაითვალისწინეთ, ნებისმიერი ტიპის სიცხე მაღალი იქნება თუ დაბალი საყურადღებოა 3 თვის ან გაცილებით ნაკლები ასაკის ჩვილებში - ამ დროს პატარა ადამიანი აუცილებლად უნდა მიიყვანოთ პედიატრთან. თუ ზრდასრული სიცხეს მსუბუქად ებრძვის, ახალშობილებსა და ჩვილებში სავსებით შესაძლებელია სერიოზული ინფექციის ნიშანი იყოს.
ზრდასრული უნდა მოთავსდეს კლინიკაში თუ სიცხეს თან ახლავს შემდეგი ნიშნები:
- კისრის გაშეშება;
- ძილიანობა, დაბნეულობა;
- მუდმივი ღებინება და დიარეა;
- მუდმივი ყელის ტკივილი;
- შეტევა ან გონების დაკარგვა;
- ტკივილი ან წვის შეგრძნება მოშარდვის დროს;
- გამონაყარი, რომელსაც იისფერი ლაქები აქვს.
წყარო:
https://www.verywellhealth.com/low-grade-fever-5084141