რა არის ჰიპოვოლემია?
ჰიპოვოლემია არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი სითხეს კარგავს, მაგალითად, სისხლს ან წყალს. სითხე აუცილებელია ყველა ორგანოს ფუნქციონირებისთვის, შესაბამისად, მისი დეფიციტი მთლიანი სხეულისთვის სერიოზული საფრთხის შემცველია.
ცნობისათვის, თქვენი ორგანიზმის 50-60% სითხისგან შედგება. ჰიპოვოლემიისას კი ადამიანი 15%-ზე მეტი სითხის დეფიციტს განიცდის. ჰიპოვოლემია ემერჯენსი მდგომარეობაა და სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევაა საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს ორგანოთა დაზიანების, შოკისა თუ ფატალური შედეგის პრევენცია.
დამახასიათებელი სიმპტომებია:
- თავბრუსხვევა ფეხზე ადგომისას;
- პირის სიმშრალე;
- მშრალი კანი;
- დაღლილობა, საერთო სისუსტე;
- კუნთების სპაზმი;
- პაციენტს უჭირს მოშარდვა ან შარდი ნორმალურზე მუქი ფერია.
მწვავე ჰიპოვოლემიის ნიშნებია:
- დაბნეულობა;
- სწრაფი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება;
- ჭარბი ოფლიანობა;
- დაბალი არტერიული წნევა;
- სხეულის დაბალი ტემპერატურა;
- ფერმკრთალი კანი ან კანზე ლურჯი შეფერილობა.
სისხლის ან სითხის დაკარგვის მიზეზი შეიძლება იყოს:
- ტრავმა (გარეგანი დამწვრობა ან ჭრილობა);
- ნებისმიერი დაავადება, რომელიც მუდმივ ღებინებასა და დიარეას იწვევს;
- შინაგანი სისხლდენა;
- გაუწყლოება ან კვებითი უკმარისობა;
- ძლიერი ოფლიანობა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22963-hypovolemia